Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 24

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 24. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის პროგრამა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა და ბირთვული დაცულობის გეგმა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბირთვული და რადიაციული ობიექტის გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ობიექტის დეკომისიის გეგმა; გ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა 7 დღის ვადაში; დ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის; ე) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები; ვ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყარო, რომელსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია, ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე კონტეინერში; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ, ხოლო რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად, აგრეთვე რადიაციული დაცვისა და ბირთვული დაცულობისთვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი; თ) ორგანიზება გაუწიოს პერსონალის ჯანმრთელობის ყოველწლიურ პროფესიულ შემოწმებას და დააფინანსოს იგი, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა; ი) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის; კ) ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხების თაობაზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგების ჩატარება; ლ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რადიაციული დაცვა; მ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალა, რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები; ნ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის, მათ შორის, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ო) შეასრულოს ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვები; პ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს თავის მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ხოლო დარღვევისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ჟ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს; რ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ს) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას ან რეგისტრაციას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს; ტ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

2.ამ კანონში მითითებული, ასევე განმცხადებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტები, სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო დოკუმენტაცია და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არის სალიცენზიო, სარეგისტრაციო ან/და სანებართვო პირობები, რომელთა დაცვაც ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მიერ სავალდებულოა.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირთვული ენერგიის სამართალისერვისის გვერდი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 23ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები
  • 37რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები
  • 18ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
  • 222³საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 11რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები
  • 10ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 70—

საზღვაო კოდექსი

  • 316—

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38⁴ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹⁰38⁴5959²222³31670111023371824
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…რადიოაქტიური ნარჩენები…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზღვაო კოდექსინავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025