1.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპებია:
ა) ზიანის პრევენციის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი, დაუყოვნებელი ან გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
ბ) სახელმწიფოს მიერ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი – სახელმწიფო ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი რეგულირების, საფინანსო პოლიტიკის, განათლების, ინფორმაციით უზრუნველყოფისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმების მეშვეობით, დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის კონტროლი;
გ) ბიოეთიკის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის, გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა;
დ) (ამოღებულია - 02.03.2016, №4799);
ე) უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებისას სრული მეცნიერული კვლევების არარსებობა არ უნდა გახდეს გარემოს დეგრადაციის აღსაკვეთად ეფექტიანი ეკონომიკური ზომების მიღების გადადების მიზეზი;
ვ) პასუხისმგებლობის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით;
ზ) საჯაროობისა და საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი – საზოგადოებას უფლება აქვს, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ და დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში.
2.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ დებულებებით.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპებია:
ა) ზიანის პრევენციის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი, დაუყოვნებელი ან გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
ბ) სახელმწიფოს მიერ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი– სახელმწიფო ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი რეგულირების, საფინანსო პოლიტიკის, განათლების, ინფორმაციით უზრუნველყოფისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმების მეშვეობით, დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის კონტროლი;
გ) ბიოეთიკის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის, გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა;
დ) (ამოღებულია - 02.03.2016, №4799);
ე) უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებისას სრული მეცნიერული კვლევების არარსებობა არ უნდა გახდეს გარემოს დეგრადაციის აღსაკვეთად ეფექტიანი ეკონომიკური ზომების მიღების გადადების მიზეზი;
ვ) პასუხისმგებლობის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით;
ზ) საჯაროობისა და საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი – საზოგადოებას უფლება აქვს, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ და დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში.
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ დებულებებით.
საქართველოს 2016 წლის 2მარტის კანონი№4799- ვებგვერდი, 22.03.2016წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 22 მარ. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 22 მარ. 2016ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რისკის შეფასების პრინციპი, ამოღებულია.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…სურსათად/ცხოველის საკვ…საქართველოს სისხლის სა…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა