ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 47. საპენსიო კომპანიების შერწყმა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.საპენსიო კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს, რომ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმა მისი წევრების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

2.საპენსიო კომპანიების შერწყმისთვის ორმა ან ორზე მეტმა საპენსიო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურს. სამსახურისთვის საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის წარდგენისთანავე თითოეული საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო მოამზადებს საკუთარი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების შეფასებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.

3.თითოეული საპენსიო კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის მონაწილეებს აცნობოს საპენსიო კომპანიების შერწყმის შესახებ და მიაწოდოს მათ საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა. საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული საპენსიო სქემის მონაწილეების პირადი საპენსიო ანგარიშების შენარჩუნებას/წარმოებას და ყველა მონაწილის საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების დაცვას საპენსიო კომპანიების შერწყმის შედეგად შექმნილ სუბიექტში.

4.სამსახური ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ. თუ სამსახური აღნიშნულ ვადაში არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა დამტკიცებულად ითვლება.

5.საპენსიო კომპანიების შერწყმამდე თითოეული საპენსიო კომპანიის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის (სქემების) ყველა მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში. თავი XII ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2752³3237⁵154446476755452247
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა