დაზღვევის შესახებ

მუხლი 20. სამსახურის ფუნქციები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საპენსიო კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, აგრეთვე ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახორციელებლად და ყველა საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად სამართლებრივი აქტების გამოცემა.

1¹.სამსახური, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს შესაბამის დაწესებულებებთან.

2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამები სამსახურთან უნდა იყოს შეთანხმებული  და მხოლოდ მისი თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. სამსახურთან უნდა შეთანხმდეს აგრეთვე ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობები, თუ ეს პირობები კანონით დადგენილი არ არის. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6994 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. მე-2 პუნქტში სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების ინიციატორად „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების“ ნაცვლად დასახელდა „მუნიციპალიტეტი“; სამსახურთან შეთანხმებისა და მისი თანხმობით განხორციელების მოთხოვნა უცვლელია.

  3. · გამოქვეყნდა 9 ივნ. 1999

    მე-20 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც სადაზღვევო და საბროკერო საქმიანობის ლიცენზირებას ითვალისწინებდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192217114111285111020
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებშემოსავლების სამსახური…პენიტენციური კოდექსიდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა