Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 167

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 167. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თავდაცვის სფეროში მოხალისე (შემდგომ − მოხალისე) შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული პირი.

2.მოხალისის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით იღებს სამინისტრო.

3.პირს მოხალისის სტატუსი, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იგი არის მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი; ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება, რომელსაც განსაზღვრავს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) იგი დარეგისტრირდა მოხალისეთა რეესტრში და გააფორმა მოხალისეობითი ხელშეკრულება.

4.პირს მოხალისის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს: ა) თუ იგი არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად.

5.პირს მოხალისის სტატუსი უჩერდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) მისთვის მოხალისის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში; გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − იმ ვადით, რომლითაც ამ სამსახურშია გაწვეული.

6.მოხალისის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

7.პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდება მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე.

8.მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია/სტატუსის შეჩერება/სტატუსის შეწყვეტა მოხალისის სტატუსის შეწყვეტას არ იწვევს.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. თავდაცვის სფეროში მოხალისე (შემდგომ − მოხალისე) შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული პირი. 2. მოხალისის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით იღებს სამინისტრო. 3. პირს მოხალისის სტატუსი, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იგი არის მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი; ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება, რომელსაც განსაზღვრავს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;მომზადება; გ) იგი დარეგისტრირდა მოხალისეთა რეესტრში და გააფორმა მოხალისეობითი ხელშეკრულება. 4. პირს მოხალისის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს: ა) თუ იგი არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად. 5. პირს მოხალისის სტატუსი უჩერდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) მისთვის მოხალისის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში; გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − იმ ვადით, რომლითაც ამ სამსახურშია გაწვეული.შემთხვევაში. 6. მოხალისის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. 7. პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდებაუწყდება: ა) მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე.ამორიცხვისთანავე; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში. 8. მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია/სტატუსის შეჩერება/სტატუსის შეწყვეტა მოხალისის სტატუსის შეწყვეტას არ იწვევს. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 166შემდეგი მუხლი 168

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 169

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 171მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი
  • 168მოხალისეთა ორგანიზაცია
  • 166თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 7მოხალისეობა

მოხალისეობის შესახებ

  • 3მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები
  • 8მოხალისეობითი ხელშეკრულება
  • 2მოხალისეობა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 21მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას
  • 31სამხედრო სამსახური
  • 35სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³2131353827169171168166145167
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…მოხალისეობის შესახებსამხედრო ვალდებულებისა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026