მოხალისეობის შესახებ

მუხლი 2. მოხალისეობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

2.ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროები.

3.ეს კანონი არ ზღუდავს სხვა ფიზიკურ პირს, დამოუკიდებლად, ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელოს  საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ასეთ პირზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №56 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2630 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №436 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 4 აპრ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 თებ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102¹1013875216616917312
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებბავშვის უფლებათა კოდექ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს საგადასახა…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა