Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 172

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 172. მოხალისეთა რეესტრი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:დასაქმებასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებასა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.მოხალისეთა რეესტრი იწარმოება მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3.მოხალისეთა აღრიცხვის მიზნით მოხალისეთა ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები): ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ; დ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ე) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

4.პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5.მოხალისეთა ორგანიზაცია ხელს უწყობს მოხალისეთა რეესტრის ფორმირებას. მოხალისეთა ორგანიზაცია შეიძლება გაეცნოს მოხალისეთა რეესტრს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად.

6.ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

7.მოხალისეთა რეესტრში არსებული ინფორმაცია არის სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შიდაუწყებრივი ინფორმაცია და საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებასა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მოხალისეთა რეესტრი იწარმოება მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. მოხალისეთა აღრიცხვის მიზნით მოხალისეთა ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები): ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ; დ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ე) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 4. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. მოხალისეთა ორგანიზაცია ხელს უწყობს მოხალისეთა რეესტრის ფორმირებას. მოხალისეთა ორგანიზაცია შეიძლება გაეცნოს მოხალისეთა რეესტრს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად. 6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. 7.   მოხალისეთა რეესტრში არსებული ინფორმაცია არის სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შიდაუწყებრივი ინფორმაცია და საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 171შემდეგი მუხლი 173

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია და შეზღუდვების მართვასერვისის გვერდი
  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 169

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 175მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 168მოხალისეთა ორგანიზაცია
  • 170მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 12სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები
  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით
  • 13სამხედრო აღრიცხვის სახეები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 7მოხალისეობა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 9

პენიტენციური კოდექსი

  • 43ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19¹მოვალეთა რეესტრის წარმოება

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 8სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 34ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹9121613781691751681704334172
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო ვალდებულებისა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს მოქალაქეთა…პენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026