Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 173

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 173. მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:პერსონალის უფლებებიდასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეს კოდექსი მოხალისეს არ უზღუდავს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას.

2.მოხალისეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული სოციალური გარანტიებით; ბ) ისარგებლოს შესაბამისი ქონებით.

3.მოხალისე ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე მოხალისეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება/ღონისძიება განახორციელოს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი  ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით; ბ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხის ან რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს; გ) იზრუნოს იმ ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს; დ) დროულად განაცხადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის.

4.სამინისტროს/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას მოხალისის დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში მოხალისეზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.

5.მოხალისის ქმედებით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხალისემ ეს ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი.

6.მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია.

7.მოხალისეობის განხორციელებისას პირს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის გათვალისწინებული შეღავათითა და დახმარებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ეს კოდექსი მოხალისეს არ უზღუდავს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას. 2. მოხალისეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული სოციალური გარანტიებით; ბ) ისარგებლოს შესაბამისი ქონებით. 3. მოხალისე ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე მოხალისეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება/ღონისძიება განახორციელოს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი  ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით; ბ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხის ან რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს; გ) იზრუნოს იმ ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს; დ) დროულად განაცხადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის. 4. სამინისტროს/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას მოხალისის დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში მოხალისეზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები. 5. მოხალისის ქმედებით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხალისემ ეს ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. 6. მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულიგანსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10 სამუშაო  დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია. 7. მოხალისეობის განხორციელებისას პირს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის გათვალისწინებული შეღავათითა და დახმარებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 172შემდეგი მუხლი 174

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვეტერანთა უფლებებისა და შეღავათების დაცვასერვისის გვერდი
  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 169

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 175მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 32სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია
  • 169სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით

მოხალისეობის შესახებ

  • 4მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები
  • 6მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 2მოხალისეობა

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
  • 99ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²114146216917532219499173
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026