თავდაცვის კოდექსი

მუხლი 170. მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოორდინაციის გაწევის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

3.მოხალისეთა ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით: ა) მოხალისეობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სხვა სახელმწიფო უწყებასთან; ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს/სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ქონებით; გ) უზრუნველყოს მომზადების შესაბამისი პროგრამის, კურსის, ღონისძიების დაგეგმვა.

4.მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია: ა) იზრუნოს ორგანიზაციის წევრის/მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები; გ) მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა; დ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ან მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარჯი; ე) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ვ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და არჩევის წესი; ზ) შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონისმიერი მოთხოვნები. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოორდინაციის გაწევის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება. 3. მოხალისეთა ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით: ა) მოხალისეობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სხვა სახელმწიფო უწყებასთან; ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს/სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ქონებით; გ) უზრუნველყოს მომზადების შესაბამისი პროგრამის, კურსის,  ღონისძიების დაგეგმვა. 4. მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია: ა) იზრუნოს ორგანიზაციის წევრის/მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები; გ) მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა; დ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ან მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარჯი; ე) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ვ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და არჩევის წესი; ზ) შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონისმიერი მოთხოვნები. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 16 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 დეკ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025

    170-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში გრანტის გადაცემის მოვალეობა ყოველკვარტალური და მოთხოვნისამებრ ანგარიშგებით შეიცვალა, ხოლო დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი მართვის ორგანოების სტრუქტურისა და არჩევის წესის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²1132342771691751684170
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…პროფესიული კავშირების …საქართველოს საგადასახა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა