თავდაცვის კოდექსი

მუხლი 50. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავდაცვის ძალებში ან მათ რომელიმე ქვედანაყოფში შეიძლება განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რომელიც გულისხმობს ამ ქვედანაყოფის მოსამსახურეების მუდმივად განთავსებას აღნიშნული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში ქვედანაყოფის მოსამსახურეს ეკრძალება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება.

2.ქვედანაყოფის მოსამსახურის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) არ დაკმაყოფილდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) ქვედანაყოფის მოსამსახურეს აეკრძალოს დროებით დათხოვნა ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა; გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა.

3.საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს: ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში (გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა; გ) სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილზე; დ) საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადას; ე) შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაბრუნდეს თავისი დისლოკაციის ადგილზე. თუ ეს შეუძლებელია, იგი სამინისტროს უახლოეს სტრუქტურულ ქვედანაყოფში უნდა გამოცხადდეს. სამხედრო მოსამსახურის გამოცხადების შესახებ ამ ქვედანაყოფმა მის უშუალო მეთაურს უნდა შეატყობინოს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავდაცვის ძალებში ან მათ რომელიმე ქვედანაყოფში შეიძლება განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რომელიც გულისხმობს ამ ქვედანაყოფის მოსამსახურეების მუდმივად განთავსებას აღნიშნული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში ქვედანაყოფის მოსამსახურეს ეკრძალება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება. 2. ქვედანაყოფის მოსამსახურის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) არ დაკმაყოფილდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) ქვედანაყოფის მოსამსახურეს აეკრძალოს დროებით დათხოვნა ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა; გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა. 3. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს: ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში (გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა; გ) სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილზე; დ) საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადას; ე) შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაბრუნდეს თავისი დისლოკაციის ადგილზე. თუ ეს შეუძლებელია, იგი სამინისტროს უახლოეს სტრუქტურულ ქვედანაყოფში უნდა გამოცხადდეს. სამხედრო მოსამსახურის გამოცხადების შესახებ ამ ქვედანაყოფმა მის უშუალო მეთაურს უნდა შეატყობინოს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებში შვებულების შეწყვეტის/შეჩერების გამონაკლისებს დაემატა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება; ტექსტი ფრჩხილებით ახლებურად დალაგდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴7111¹5239504965¹1915085802350
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა