თავდაცვის კოდექსი

მუხლი 94. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით.

2.მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება: ა) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც: ა.ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ა.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა; ბ) პირი, რომელსაც გავლილი (დასრულებული) აქვს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამა და მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა.

3.მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეიძლება დაინიშნოს თავდაცვის ძალების მოქმედ ქვედანაყოფში/მიეწეროს მას. ამასთანავე, თითოეულ საშტატო პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს/მას მიეწეროს ერთზე მეტი რეზერვისტი.

4.მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაა 10 წელი.

5.თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირს, რომელმაც გაიარა სამხედრო სამსახური, თავდაცვის სფეროში მოხალისედ ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის ვადაში.

6.მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. 2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება: ა) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც: ა.ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ა.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა; ბ) პირი, რომელსაც გავლილი (დასრულებული) აქვს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამა და მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა. 3. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეიძლება დაინიშნოს თავდაცვის ძალების მოქმედ ქვედანაყოფში/მიეწეროს მას. ამასთანავე, თითოეულ საშტატო პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს/მას მიეწეროს ერთზე მეტი რეზერვისტი. 4. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაა 10 წელი. 5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირს, რომელმაც გაიარა სამხედრო სამსახური, თავდაცვის სფეროში მოხალისედ ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის ვადაში. 6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან  გათავისუფლებიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 ნაწილში ჩარიცხვის ჩამონათვალს დაემატა 41-ე მუხლის მომზადების პროგრამის გამვლელი წოდებამინიჭებული პირები და ტერმინი „დათხოვნა“ „გათავისუფლებით“ შეიცვალა; იგივე ცვლილებაა მე-6 ნაწილში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18357197³18221130¹1054118695939914594
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა