თავდაცვის კოდექსი

მუხლი 95. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

2.ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი.

3.მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი; ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და: ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა.

4.მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა.

5.პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. 2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი. 3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი; ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და: ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა. 4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა. 5. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 ნაწილში 27 წლამდე პირი არ იხსნება „წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან“ (და არა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18357197³181130¹1055094939914595
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა