Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 23

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 23. მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს კომპეტენტური უწყება „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.

2.მაკონტროლებელი ორგანო კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს თითოეული რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად, კალენდარული წლის დამთავრებიდან 3 თვის ვადაში, აგრეთვე კომპეტენტური უწყების მოთხოვნის საფუძველზე. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) იმ პირთა სიას, რომელთა სახელმწიფო კონტროლიც განხორციელდა, და აღნიშნული კონტროლის შესახებ ინფორმაციას; ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად გამოყენებული ღონისძიებებისა და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; დ) იმ სერტიფიკატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც გაუქმებულია ან რომელთა მოქმედებაც შეჩერებულია.

3.საქპატენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება არაუგვიანეს 15 დღისა.

4.თუ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ კომპეტენტურ უწყებას შეატყობინოს.

5.კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატაროს მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტი.

6.კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიზანშეწონილობისა და თანასწორობის პრინციპებით.

7.კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ამოწმებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.

8.კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია მაკონტროლებელ ორგანოს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განსახორციელებლად აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.

9.მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული აუდიტი უნდა დასრულდეს დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

11.თუ აუდიტის ჩატარებისას დადგინდა, რომ მაკონტროლებელი ორგანო ვერ ასრულებს მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებით განსაზღვრულ ამოცანებს და დროულად ვერ იღებს შესაბამის ზომებს, კომპეტენტური უწყება დაუყოვნებლივ წყვეტს მაკონტროლებელი ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირებას.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 22სახელმწიფო კონტროლის გეგმა
  • 20სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 21სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 21კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 61ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 25სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 14კონტროლი და ინსპექტირება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²2161219142521192220374323
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…ადამიანის ქსოვილებისა …ლიცენზიებისა და ნებართ…ადამიანის ორგანოთა გად…ენერგოეტიკეტირების შეს…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023