Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 21

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 21. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მიმდინარე შესაბამისობაჯანდაცვის სტრუქტურირებაშესაბამისობასაავიაციო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის გამცემი. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ლიცენზიის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2.ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

3.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

4.თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიმართოს ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.

5.ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

6.ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შემოწმებით. ლიცენზიის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვასთან.

7.ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ლიცენზიის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

8.ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

9.ლიცენზიის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ლიცენზიის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

10.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

11.ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს. [ 11. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე−72 9 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №115 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საავადმყოფოს შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავიაკომპანიის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ლიცენზიის აუდიტისთვის მომზადებასერვისის გვერდი
  • სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №128

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 66ადამიანის სისხლისა… 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 33კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
  • 22პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება
  • 13ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 8სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 10 (დანართი 1)კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 23მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 44მონიტორინგი და შემოწმება

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5⁴სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6332213665⁴4410 (დ…89124123374321
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის სისხლისა და …სააღმზრდელო საქმიანობი…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №128 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026