საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქონლის მიკვლევადობისა და გადაადგილების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ შერჩეული საქონლის ნიმუშის საფუძველზე არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს საქონლის მწარმოებლისა და გადამამუშავებლის სახელმწიფო კონტროლს.

2.რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში საბოლოო საქონლის ნიმუშის საფუძველზე ყოველწლიურად მოწმდება საქონლის მწარმოებელი, ხოლო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში − საქონლის მწარმოებელი ან გადამამუშავებელი, რომელიც თავის საქონელს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართავს/ბაზარზე განათავსებს. თუ ერთი ოპერატორი რამდენიმე მწარმოებლის ან გადამამუშავებლის საქონელს ჩართავს სამოქალაქო ბრუნვაში/განათავსებს ბაზარზე, ხორციელდება საქონლის მწარმოებლების ან გადამამუშავებლების საქონლის შესაბამისი ნიმუშების სახელმწიფო კონტროლი.

3.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის მიკვლევადობასთან, გადაადგილებასა და სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქონლის მწარმოებლის ან გადამამუშავებლის კონტროლი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ ხორციელდება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11611913⁶262715¹ (…92320224321
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…პროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…სურსათის/ცხოველის საკვ…მეზღვაურთა განათლებისა…საყოველთაო ჯანდაცვაზე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა