საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 9. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია (შემდგომ − კომისია), რომელიც განიხილავს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საკითხებს.

2.კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 1 არის შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენელი, 2 − საქპატენტის წარმომადგენელი, 1 − შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერიის წარმომადგენელი, ხოლო 1 − მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი. კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

3.კომისია იქმნება: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქპატენტის მიერ განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

4.კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5.კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.

6.კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და მისი ანაზღაურების საკითხი) განისაზღვრება კომისიის დებულებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹12652425813611175112913 (დ…9 (და…9
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა