Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებმუხლი 35

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 35. კომპეტენტური უწყება (უწყებები)

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომპეტენტური უწყება იქმნება სამინისტროს სისტემაში. კომპეტენტური უწყება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კოორდინირებულ, უწყვეტ და ლოჯისტიკურ მართვას ორგანოებისა და ქსოვილების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის.

2.კომპეტენტური უწყების უფლებამოსილებებია: ა) დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნა, მართვა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა ქსოვილის მოპოვებიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ყველა ეტაპზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3.ქსოვილების გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და სათანადო წესების შესრულების კონტროლის მიზნით შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, მისი მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას; ბ) ქმნის კონტროლისა და ინსპექტირების სისტემას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას; გ) ქმნის ქსოვილის ბანკების ეროვნულ რეესტრს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას; დ) უზრუნველყოფს სერიოზული გვერდითი რეაქციებისა და სერიოზული გვერდითი მოვლენების ზედამხედველობის სისტემის მართვას, სერიოზული გვერდითი რეაქციებისა და სერიოზული გვერდითი მოვლენების რეესტრის წარმოებას.

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება
  • 30ქსოვილის ბანკების ეროვნული რეესტრი
  • 26ქსოვილის მოპოვება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 36კომპეტენტური უწყება (უწყებები)
  • 39გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი
  • 42ლიცენზირებული გადანერგვის ცენტრების რეესტრი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 10კომპეტენტური ორგანო (ორგანოები)
  • 14კონტროლი და ინსპექტირება
  • 13ლიცენზირება/ნებართვის გაცემა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 33—

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 6კომპეტენტური ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
336610141337302636394235
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …ნარჩენების მართვის კოდ…ადამიანის ორგანოთა გად…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025