Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებმუხლი 36

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 36. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო პირობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საბანკო ლიცენზირებაკრიპტო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ქსოვილის ბანკი ქსოვილის მოპოვებას, ტესტირებას, დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვას, განაწილებას ან/და გადანერგვას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.ქსოვილის ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ქსოვილის მოპოვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, ქსოვილის ბანკმა აღნიშნული ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა წარადგინოს მესამე მხარესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება, თუ მესამე მხარე ახორციელებს იმ საქმიანობებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

6.შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

7.სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

8.შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე კანონით დადგენილი წესით.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიაში ცვლილება შეიტანება კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ლიცენზიის გამცემ შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებებით დასტურდება, რომ ქსოვილის ბანკი არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს, და მას უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით.

10.ქსოვილის მოპოვებას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ახორციელებს დონორი კლინიკა.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

12.დონორი კლინიკა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ქსოვილის მოპოვებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

13.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია/ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა ქსოვილის ბანკს/დონორ კლინიკას თითოეული საქმიანობისა და ყოველი სახეობის ქსოვილისთვის (ქსოვილის ტრანსპლანტატისთვის) ცალ-ცალკე ეძლევა.

14.სხვა სალიცენზიო/სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 11მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 24პასუხისმგებელი პირი (პირები)
  • 34ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი
  • 33ხელშეკრულება ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 13ლიცენზირება/ნებართვის გაცემა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 41ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები
  • 13ლიცენზიების გაცემა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38²სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
241138²341213134112434334136
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ორგანოთა გად…კომერციული ბანკების სა…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025