ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაზე.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ გაასხვისა.

4.თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, აღნიშნული ჯარიმა და ქონება მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №221-242024-06-2024
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გამოყენება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე. პალატამ მიუთითა, რომ თანამონაწილეობა ჯერ დადგენილი არ იყო და ძებნილი ბრალდებულის პოზიცია ამნისტიით სარგებლობის შესახებ უცნობი იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განჩინება უცვლელად დარჩა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
322111113451953
მნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა