ამნისტიის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ვადის ათვლა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის ვადის ათვლა დაიწყოს შესაბამისი პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან და ამ ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მსჯავრდების შემთხვევაში მასზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება, თუ აღნიშნულ პირს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − მან შესაბამისი მიწის ნაკვეთის ღირებულება საბოლოო განაჩენის გამოტანიდან 12 თვეში გადაიხადა.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №116აპ-262026-07-2961
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო საჩივარი შეეხებოდა ორი მსჯავრდებულის ჯარიმისგან ამნისტიით გათავისუფლებას. პალატამ დაასკვნა, რომ 2024 წლის ამნისტია ჯარიმაზე არ ვრცელდებოდა, ხოლო 2023 წლის ამნისტიისთვის საჭირო ზიანი დადგენილ ვადაში არ ანაზღაურებულა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა თითოეული მსჯავრდებულისთვის დანიშნული 10000 ლარის ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2175112410514151499
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა