1.საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; ბ) ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტებისა და მათ მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მონაცემების განსაზღვრა; გ) მეტამონაცემების ეროვნული პროფილის დამტკიცება; დ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება; ე) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის დამტკიცება; ვ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება; ზ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობებისა და წესების დამტკიცება; თ) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის დამტკიცება; ი) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის დამტკიცება; კ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის დამტკიცება; ლ) საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება.
2.კოორდინატორმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა.
3.შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება (გამოცემა), სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სხვა წინასწარი ღონისძიებების განხორციელება.

