Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებმუხლი 7

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 7. მეტამონაცემები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი (სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისები) აღწერილი და დოკუმენტირებული უნდა იყოს მეტამონაცემების ფორმატით, ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად.

2.ამ კანონით განსაზღვრულ მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მის დეტალურ სტრუქტურას, ელემენტებსა და ქვეელემენტებს, მათ მნიშვნელობებს, მათი აღწერის კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესს მეტამონაცემების ეროვნული პროფილის კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილი უნდა შეიცავდეს სივრცითი მონაცემების რესურსების აღმწერ შემდეგ ძირითად ინფორმაციას: ა) სივრცითი მონაცემების რესურსის იდენტიფიკაციას ­− ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სივრცითი მონაცემების რესურსის სახელწოდებას, მოკლე აღწერილობას, ტიპს, ენას, უნიკალურ იდენტიფიკატორსა და ინტერნეტბმულს; ბ) სივრცითი მონაცემების რესურსის კლასიფიკატორს − სტრუქტურირებულ კლასიფიკატორს, რომელიც სივრცითი მონაცემების რესურსთან დაკავშირებულ მთავარ თემატურ ასპექტებს განმარტავს; გ) საკვანძო სიტყვებს − სივრცითი მონაცემების რესურსის არსის აღმწერ ლაკონიურ საკვანძო სიტყვებს გამარტივებული ძიების შესაძლებლობისთვის; დ) გეოგრაფიულ მდებარეობას − სივრცითი მონაცემების რესურსის კოორდინატთა სარეფერენციო სისტემის მახასიათებლებისა და გეოგრაფიული განფენილობის (გეოგრაფიული არეალის) თაობაზე ინფორმაციას; ე) თარიღთა სისტემას − სივრცითი მონაცემების რესურსის შექმნასთან, განახლებასთან, გამოქვეყნებასა და სხვა პროცესებთან დაკავშირებულ თარიღებს; ვ) ხარისხსა და ნამდვილობას − სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხისა და ნამდვილობის თაობაზე ინფორმაციას; ზ) წვდომისა და გამოყენების პირობებს − სივრცითი მონაცემების რესურსთან წვდომისა და მისი გამოყენების პირობებისა და შეზღუდვის (არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას; თ) სივრცითი მონაცემების რესურსისთვის პასუხისმგებელ მხარეს − სივრცითი მონაცემების რესურსის ფლობისთვის, მართვისთვის, შენახვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტის თაობაზე ინფორმაციას; ი) მეტამონაცემების შესახებ მეტამონაცემებს − ინფორმაციას, რომელიც მეტამონაცემებს ახასიათებს და განმარტავს.

4.მეტამონაცემები უნდა ინახებოდეს ელექტრონულად, მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგში, რომელიც მეტამონაცემების საცავია.

5.მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნას უზრუნველყოფს კოორდინატორი. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგი ეროვნული გეოპორტალის განუყოფელი ნაწილია.

6.მეტამონაცემებში აღწერილი ინფორმაციის სისრულისთვის, სიზუსტისთვის, ხარისხისთვის, ნამდვილობისა და განახლებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-05

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 11სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა
  • 16კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 5სივრცითი მონაცემები

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 3—
  • 17—

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 22საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება
  • 1კოდექსის მოქმედების სფერო

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 43სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 25სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 15ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3171525322143615111657
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…ეროვნული საარქივო ფონდ…საქართველოს სივრცის და…საქონლის ადგილწარმოშობ…ოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2023