ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 6. ქსელური სერვისები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ყველა ნაკრები სივრცითი მონაცემების მომხმარებლისთვის დისტანციური ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მიზნით მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი ტიპის შემდეგი ძირითადი ქსელური სერვისებით: ა) ძიების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების მოძიება (მონაცემების ან/და მეტამონაცემების შინაარსის საფუძველზე) და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია; ბ) დათვალიერების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების დათვალიერება, ნავიგაცია, მასშტაბირება, აგრეთვე პირობითი ნიშნების (ლეგენდის) შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია; გ) ჩამოტვირთვის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ან მათი ნაწილების ასლების ჩამოტვირთვა ან/და პირდაპირი ხელმისაწვდომობა; დ) ტრანსფორმაციის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ტრანსფორმაცია მათი ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) მისაღწევად.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ქსელური სერვისების კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით დამატებით განსაზღვროს სხვა ტიპის ქსელური სერვისების ნუსხა.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისების ხარისხისთვის, უსაფრთხოებისთვის, ექსპლუატაციისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
55111136¹281212221115102156
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…ინტელექტუალურ საკუთრებ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ფინანსთა ს…ელექტრონული კომერციის …შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა