Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 11

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 11. მხარდაჭერის სქემები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:ESG შესაბამისობაგანახლებადი ენერგიანახშირბადის ბაზრებიენერგიის წარმოებაფანდრაიზინგიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს მხარდაჭერის სქემებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მხარდაჭერის სქემა დამტკიცებამდე კონკურენციის პრინციპების გათვალისწინების მიზნით უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან. მხარდაჭერის სქემა აგრეთვე მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ სქემებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს.

2.ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველომ და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა, ერთმა ან რამდენიმე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება გადაწყვიტონ ნებაყოფლობითობის საფუძველზე თავიანთი ეროვნული მხარდაჭერის სქემების გაერთიანება ან ნაწილობრივ კოორდინაცია. ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას, თუ ენერგეტიკული გაერთიანების დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარეები: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად განახორციელებენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობის სტატისტიკურ ტრანსფერს ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიიდან ენერგეტიკული გაერთიანების მეორე ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიაზე; ბ) დაადგენენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან, მათ შორის, საქართველოსთან, შეთანხმებულ განაწილების წესს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს, შორის გასანაწილებლად. საქართველოს მთავრობამ ამ განაწილების წესის შესახებ უნდა შეატყობინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მისი ამოქმედების შემდეგ პირველი წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყოველი წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეტყობინების მიზნით უნდა გაუგზავნოს წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების საერთო რაოდენობა, რომელიც განაწილების წესს ექვემდებარება.

4.ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც საერთო ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გაეგზავნა, შეტყობინებული განაწილების წესის შესაბამისად ხელახლა უნდა განაწილდეს  ენერგეტიკული გაერთიანების დაინტერესებულ ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს, შორის.

5.ამ მუხლით დადგენილი წესის ანალოგიური წესით რეგულირდება საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული ერთობლივი მხარდაჭერის სქემები.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო დახმარების შესაბამისობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE ხელშეკრულების მომზადება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Study1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო პროექტის whitepaper-ის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-07-15 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 9საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა
  • 133რეგიონული სოლიდარობა
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 5პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 21ენერგოეფექტურობის წამახალისებელი დამატებითი ღონისძიებები მრეწველობაში

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 25გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 31სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25316972037133134525211011
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…სოფლის მეურნეობისა და …საქართველოს „წითელი ნუ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020