ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 11. სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილიავთანდილ კუჭავა

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების მომხმარებლებისთვის სივრცითი მონაცემების რესურსების დისტანციური ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ეროვნული გეოპორტალით.

2.საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ვალდებული არიან ეროვნულ გეოპორტალზე გამოაქვეყნონ თავიანთ საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები და ქსელური სერვისებით უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა.

3.ეროვნულ გეოპორტალზე შეიძლება გამოქვეყნდეს სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები, რომლებიც არის ფიზიკური პირის ან/და ისეთი იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული, მაგრამ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

4.ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნებს.

5.ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს.

6.ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსები ხელმისაწვდომია ღიად და საჯაროდ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7.ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქსელური სერვისებით წვდომა უფასოა.

8.ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობები და წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის) საფასური (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს სუბიექტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ამავე სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის ოდენობის ტოლი ან ამ ოდენობაზე ნაკლები.

9.ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი ოფიციალური მონაცემია და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია ამ მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე.

10.ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, ხარისხისა და განახლების შესახებ ინფორმაცია დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მეტამონაცემებში. ამ ინფორმაციის უტყუარობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2961122536¹13526689711
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ოფიციალური სტატისტიკის…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა