ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 8. ეროვნული გეოპორტალი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში, სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქმნება ეროვნული გეოპორტალი, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული სათანადო მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების უნიკალური საკომუნიკაციო საშუალებაა.

2.ეროვნული გეოპორტალი არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი.

3.ეროვნული გეოპორტალი კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების ძებნასა და ვიზუალიზაციას, მათი შეფასების შესაძლებლობას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების თავისუფალ, დისტანციურ ხელმისაწვდომობას, მათი გამოყენების კომპლექსურ და სივრცითი მონაცემების მომხმარებელზე ორიენტირებულ შესაძლებლობას.

4.ეროვნული გეოპორტალის შექმნისთვის, განვითარებისთვის, ადმინისტრირებისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია კოორდინატორი.

5.ეროვნულ გეოპორტალზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. თავი III გეოგრაფიული მონაცემების მართვა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3929162214134531148
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საქართველოს სივრცის და…გეოდეზიური და კარტოგრა…საჯარო სამართლის იურიდ…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა