ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 32. რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებისადმი დამატებითი, სპეციფიკური მოთხოვნები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია ისეთი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების შექმნა, რომელიც მცირე ოჯახური ტიპის არ არის, რომლის აუცილებლობა დასაბუთებული არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს შეფასების საფუძველზე და რომელიც არ აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის ერთიან სახელმწიფო სტანდარტებს.

2.ნებისმიერი საჯარო ან კერძო რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების მიერ საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ლიცენზია „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს მიღებული.

3.რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების ლიცენზირება და ლიცენზიის პირობების რეგულარული შემოწმება უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და საქმიანობის წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.არსებული რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებისთვის ლიცენზიის გაგრძელების და ახალი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების შექმნის საკითხები უნდა გადაწყდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

5.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირს კონკურსის წესით შეარჩევენ.

6.დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, მიმართ რეზიდენტული ზრუნვის ეტაპობრივ ჩანაცვლებას მინდობით აღზრდისა და სხვა, ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიან სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დიდი ზომის რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვის უზრუნველსაყოფად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141217²16951313034391102032
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…ქალთა მიმართ ძალადობის…სოციალური დახმარების შ…კანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს ოკუპირებულ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა