ტურიზმის შესახებ

მუხლი 13. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები და გამონაკლისები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.ამ კანონის მე-14−26-ე მუხლები შეეხება პაკეტებს, რომლებსაც მოვაჭრეები ყიდიან ტურისტებზე ან სთავაზობენ მათ ფასდაკლებით, და მოვაჭრეების მიერ ტურისტებისთვის უზრუნველყოფილ დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებს.

2.ამ კანონის მე-14−26-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება პაკეტებსა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებზე, რომლებიც: ა) გრძელდება 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მოიცავს ღამის თევით განთავსებას; ბ) შეთავაზებულია არარეგულარულად, არაკომერციული მიზნით და მხოლოდ ტურისტების მცირე ჯგუფისთვის; გ) შესყიდულია მოვაჭრესა და სხვა ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შორის დადებული საქმიანი მოგზაურობის შესახებ ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან, პროფესიასთან, ვაჭრობასთან.

3.ტუროპერატორის ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების გამყიდველი მოვაჭრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, შუამავალი, ან მოქმედებს ნებისმიერი სხვა სტატუსით, ან რომ პაკეტი ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურება არ წარმოადგენს პაკეტს ან დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებას, არ ათავისუფლებს ტუროპერატორს ან მოვაჭრეს ამ თავით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისგან.

4.ტურისტის არცერთი სახელშეკრულებო შეთანხმება ან განცხადება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უარყოფს ან ზღუდავს ამ კანონის მე-14−26-ე მუხლებით ტურისტისთვის გადაცემულ უფლებებს ან რომლის მიზანია იმავე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, სავალდებულო არ უნდა იყოს ტურისტისთვის.

5.ამ კანონის მე-14−26-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზოგად სახელშეკრულებო სამართალზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37²37¹2657661657²266⁵ (…182616202213
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოში შემოსული …მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სარკინიგზო…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა