Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 22

ტურიზმის შესახებ

მუხლი 22. პასუხისმგებლობა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ტუროპერატორი პასუხისმგებელია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის, მიუხედავად იმისა, ეს მომსახურება გაწეულია უშუალოდ მის მიერ თუ სხვა ტურისტული მომსახურების გამწევი პირის მიერ.

2.საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს გონივრულ ვადაში აცნობოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას აღმოჩენილი შეუსაბამობის შესახებ.

3.თუ რომელიმე ტურისტული მომსახურება არ შესრულდა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შესაბამისად, ტუროპერატორი ვალდებულია გამოასწოროს შეუსაბამობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მისი აღმოფხვრა შეუძლებელია; ბ) მისი აღმოფხვრა მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ხარჯებს, შეუსაბამობის ფარგლებისა და ტურისტული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით.

4.თუ ტუროპერატორი შეუსაბამობას არ აღმოფხვრის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზების გამო, გამოიყენება ამ კანონის 23-ე მუხლი.

5.თუ ტუროპერატორი შეუსაბამობას არ აღმოფხვრის ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ტურისტს შეუძლია თავად აღმოფხვრას შეუსაბამობა და მოითხოვოს საამისოდ გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. გონივრული ვადის განსაზღვრა აუცილებელი არ არის, თუ ტუროპერატორი უარს იტყვის შეუსაბამობის აღმოფხვრაზე ან ტურისტი დაინტერესებულია შეუსაბამობის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.

6.თუ ტურისტული მომსახურებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, გამგზავრების ადგილზე დაბრუნების მომსახურება, ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შესაბამისად, ტუროპერატორმა პაკეტის გასაგრძელებლად ტურისტს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე უნდა შესთავაზოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების მსგავსი ან უფრო მაღალი ხარისხის ალტერნატიული ტურისტული მომსახურებები.

7.თუ ტუროპერატორი ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების სახით ტურისტს უფრო დაბალი ხარისხის პაკეტს შესთავაზებს, ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს შესაბამისად შეუმციროს პაკეტის ღირებულება. ტურისტს შეუძლია უარი თქვას შეთავაზებულ ალტერნატიულ ტურისტულ მომსახურებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებითად განსხვავდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით შეთანხმებული ტურისტული მომსახურებისგან ან ტურისტული მომსახურებისთვის შემცირებული ღირებულება არაადეკვატურია.

8.თუ შეუსაბამობა არსებით გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე და ტუროპერატორი ვერ აღმოფხვრის მას ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე და შესაბამის შემთხვევაში მოითხოვოს ღირებულების შემცირება ან/და ზიანის ანაზღაურება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად.

9.თუ ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების განხორციელება შეუძლებელია ან ტურისტი უარს აცხადებს შეთავაზებულ ალტერნატიულ ტურისტულ მომსახურებებზე ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს ღირებულების შემცირება ან/და ზიანის კომპენსაცია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტის გარეშე ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად.

10.თუ პაკეტი მგზავრების გადაყვანას ითვალისწინებს, ტუროპერატორმა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ და ტურისტისთვის დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე უნდა განახორციელოს მისი რეპატრიაცია შესაბამისი ტრანსპორტით.

11.თუ გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო შეუძლებელია ტურისტის დაბრუნების უზრუნველყოფა პაკეტით გათვალისწინებული შეთანხმების შესაბამისად, ტუროპერატორს ეკისრება ეკვივალენტური კატეგორიის (თუ ეს შესაძლებელია) განთავსების საშუალების ხარჯები − მაქსიმუმ 3 ღამე თითოეულ ტურისტზე.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების შეზღუდვა არ ვრცელდება გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მის თანმხლებ ნებისმიერ პირზე, ორსულ ქალსა და თანმხლები პირის გარეშე მყოფ მცირეწლოვანზე, აგრეთვე სპეციფიკური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებზე, თუ ტუროპერატორს მათი განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ ეცნობა პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 27ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა
  • 16ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე წარსადგენი დოკუმენტები
  • 18ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
  • 662მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
  • 659მოგზაურობის ხარვეზები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 44მხარეთა პასუხისმგებლობა
  • 37⁶ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 31²პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 31პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 8პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4437⁶661662659831²3118162325271822
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სარკინიგზო…საგადახდო სისტემისა და…თავისუფალი ტურისტული ზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026