Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 16

ტურიზმის შესახებ

მუხლი 16. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:პროფესიული მომსახურებაღონისძიების ორგანიზებათეატრიკინო და ტელევიზიაზოგადი ბიზნესიკომერციული ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით. ამ ხელშეკრულების დადებისთანავე ტუროპერატორი ან/და ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი ან მისი დადების დამადასტურებელი ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზე. ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების ასლი მატერიალური ფორმით, თუ ხელშეკრულება დაიდო მხარეების ფიზიკური თანდასწრებით.

2.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს: ა) ტურისტის სპეციალური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც დაეთანხმა ტუროპერატორი; ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტუროპერატორი: ბ.ა) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ტურისტული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად; ბ.ბ) ვალდებულია სირთულეების წარმოშობისას უზრუნველყოს ტურისტის დახმარება ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფის გამცემის საფირმო სახელწოდებასა და საკონტაქტო მონაცემებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); დ)  ტუროპერატორის ადგილობრივი წარმომადგენლის, საკონტაქტო პირის ან სხვა სამსახურის სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და შესაბამის შემთხვევაში − ფაქსის ნომერს, რომლებიც ტურისტს ტუროპერატორთან სწრაფად დაკავშირების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა ტურისტს შეეძლოს დახმარების მოთხოვნა სირთულეების არსებობისას ან საჩივრის წარდგენა, თუ პაკეტის პირობები სათანადოდ არ სრულდება; ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს გონივრულ ვადაში აცნობოს პაკეტის პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ; ვ) არასრულწლოვანის მოგზაურობის შემთხვევაში − არასრულწლოვანის ან განთავსების ადგილზე მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს, თუ არასრულწლოვანს არ ახლავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და პაკეტი მოიცავს განთავსებას; ზ) საჩივრის განხილვის შიდა პროცედურებისა და მომხმარებელთა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ ინფორმაციას; თ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურისტს უფლება აქვს, პაკეტი გადასცეს მესამე პირს ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.

3.ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 3 .ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელსაც გადაეცემა ტურისტის შესახებ მონაცემები, ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს, რომ მან ტურისტთან დადო ხელშეკრულება, რითაც შეიქმნა პაკეტი. მოვაჭრე ვალდებულია ტუროპერატორს სრულად წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ტუროპერატორისთვის ვალდებულებების შესასრულებლად. ტუროპერატორი პაკეტის შექმნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტურისტს წერილობით აწვდის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს მკაფიო და გასაგები ფორმით.

5.პაკეტის დაწყებამდე გონივრულ ვადებში ტუროპერატორმა ტურისტი უნდა უზრუნველყოს ბილეთებით, დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტითა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე გამგზავრების განრიგის, ფრენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადის, მგზავრობისას შუალედური გაჩერებების განრიგის, დამაკავშირებელი ტრანსპორტისა და ჩასვლის მიახლოებითი დროის შესახებ ინფორმაციით.

6.ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს გადასცეს დაზღვევის პოლისი ან საბანკო უზრუნველყოფა, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო ორგანიზაცია/მზღვეველი ან ფინანსური ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას, ტურისტს გადაუხადოს თანხა პაკეტის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია ტუროპერატორის გადახდისუუნარობით. უზრუნველყოფაში მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის გამცემი სუბიექტის შესახებ მონაცემები, მათ შორის, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემი, რომელიც საჭიროა უზრუნველყოფის გამოსაყენებლად.

7.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქართულ ენაზე და შეიძლება შედგენილი იყოს სხვა ენაზედაც, რომელსაც ტურისტი ფლობს.

რედაქციების შედარება

1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით. ამ ხელშეკრულების დადებისთანავე ტუროპერატორი ან/და ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი ან მისი დადების დამადასტურებელი ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზე. ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების ასლი მატერიალური ფორმით, თუ ხელშეკრულება დაიდო მხარეების ფიზიკური თანდასწრებით. 2. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს: ა) ტურისტის სპეციალური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც დაეთანხმა ტუროპერატორი; ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტუროპერატორი: ბ.ა) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ტურისტული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად; ბ.ბ) ვალდებულია სირთულეების წარმოშობისას უზრუნველყოს ტურისტის დახმარება ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფის გამცემის საფირმო სახელწოდებასა და საკონტაქტო მონაცემებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); დ)  ტუროპერატორის ადგილობრივი წარმომადგენლის, საკონტაქტო პირის ან სხვა სამსახურის სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და შესაბამის შემთხვევაში − ფაქსის ნომერს, რომლებიც ტურისტს ტუროპერატორთან სწრაფად დაკავშირების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა ტურისტს შეეძლოს დახმარების მოთხოვნა სირთულეების არსებობისას ან საჩივრის წარდგენა, თუ პაკეტის პირობები სათანადოდ არ სრულდება; ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს გონივრულ ვადაში აცნობოს პაკეტის პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ; ვ) არასრულწლოვანის მოგზაურობის შემთხვევაში − არასრულწლოვანის ან განთავსების ადგილზე მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს, თუ არასრულწლოვანს არ ახლავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და პაკეტი მოიცავს განთავსებას; ზ) საჩივრის განხილვის შიდა პროცედურებისა და მომხმარებელთა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ ინფორმაციას; თ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურისტს უფლება აქვს, პაკეტი გადასცეს მესამე პირს ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 3 .ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელსაც გადაეცემა ტურისტის შესახებ მონაცემები, ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს, რომ მან ტურისტთან დადო ხელშეკრულება, რითაც შეიქმნა პაკეტი. მოვაჭრე ვალდებულია ტუროპერატორს სრულად წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ტუროპერატორისთვის ვალდებულებების შესასრულებლად. ტუროპერატორი პაკეტის შექმნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტურისტს წერილობით აწვდის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს მკაფიო და გასაგები ფორმით. 5. პაკეტის დაწყებამდე გონივრულ ვადებში ტუროპერატორმა ტურისტი უნდა უზრუნველყოს ბილეთებით, დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტითა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე გამგზავრების განრიგის, ფრენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადის, მგზავრობისას შუალედური გაჩერებების განრიგის, დამაკავშირებელი ტრანსპორტისა და ჩასვლის მიახლოებითი დროის შესახებ ინფორმაციით. 6. ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს გადასცეს დაზღვევის პოლისი ან საბანკო უზრუნველყოფა, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო ორგანიზაცია/მზღვეველი ან ფინანსური ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას, ტურისტს გადაუხადოს თანხა პაკეტის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია ტუროპერატორის გადახდისუუნარობით. უზრუნველყოფაში მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის გამცემი სუბიექტის შესახებ მონაცემები, მათ შორის, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემი, რომელიც საჭიროა უზრუნველყოფის გამოსაყენებლად. 7. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქართულ ენაზე და შეიძლება შედგენილი იყოს სხვა ენაზედაც, რომელსაც ტურისტი ფლობს.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასტუმროს მართვის კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურისტული ვიზა (C1)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომსახურების ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 18მუხლი 2მუხლი 22მუხლი 25

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 14წინასახელშეკრულებო ინფორმაცია
  • 18ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა
  • 15წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და  ხელშეკრულების დადება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
  • 657ცნება
  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით

ტურიზმისა და კურორტების შესახებ

  • 11ტურისტული მომსახურება
  • 13უსაფრთხოების გარანტია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 26¹ტურისტული საწარმო

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37³სამგზავრო ინფორმაცია
  • 43³საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 5მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37³43³657²657661111326¹141822225201516
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ტურიზმისა და კურორტები…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026