Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 14

ტურიზმის შესახებ

მუხლი 14. წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:ზოგადი ბიზნესიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ან სხვა შესაბამის შეთავაზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებამდე ტუროპერატორმა, ტურისტულმა სააგენტომ (ტურაგენტმა) ან სხვა მოვაჭრემ ტურისტს უნდა მიაწოდოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, კონკრეტული პაკეტის შემთხვევაში ტურისტს დამატებით უნდა მიეწოდოს შემდეგი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია: ა) ტურისტული მომსახურების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ა.ა) დანიშნულების ადგილი მარშრუტისა და პერიოდის (თარიღების) მითითებით, ხოლო თუ პაკეტი მოიცავს განთავსების მომსახურებას, − გასათევი ღამეების რაოდენობა; ა.ბ)  გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია, დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილები, თარიღები და დრო, შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები ზუსტად დადგენილი არ არის, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღები; ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად; ა.დ) კვების განრიგი; ა.ე) ვიზიტები, ექსკურსიები ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ ჯამურ ღირებულებაში შედის; ა.ვ) ჯგუფის წევრების სავარაუდო რაოდენობა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც ჯგუფის წევრს; ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზედაც ტურისტული მომსახურებები იქნება გაწეული; ა.თ) ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ბ) ტუროპერატორის ან/და ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) სახელი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) პაკეტის ჯამური ღირებულების შესახებ, გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით, ხოლო თუ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, ტურისტს უნდა ეცნობოს იმის თაობაზე, რომ მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება; დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხის ან ღირებულების ნაწილის, რომელსაც ტურისტი წინასწარ იხდის, და დარჩენილი თანხის გადახდის, ან ტურისტის მიერ ფინანსური გარანტიების წარდგენის გრაფიკის შესახებ; ე) პაკეტის დასაწყებად საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ სათანადო რაოდენობის პირი არ შეიკრიბა; ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის, ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ ინფორმაცია) და დანიშნულების ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე; ზ) ტურისტის უფლების შესახებ, პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ; თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში; ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში.

3.თუ ხელშეკრულება იდება ტელეფონით, ტურისტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.

4.ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 3 .ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელიც პაკეტს ყიდის, ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს, რომ პირველი მოვაჭრისგან მომსახურების შეძენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში მეორე მოვაჭრისგან მომსახურების შეძენა ერთობლიობაში პაკეტად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში თითოეულმა მათგანმა ტურისტს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ. თუ აღნიშნული ინფორმაცია ტურისტს წერილობით მიეწოდება, შესაძლებელი უნდა იყოს მისი ადვილად წაკითხვა და აღქმა.

რედაქციების შედარება

1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ან სხვა შესაბამის შეთავაზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებამდე ტუროპერატორმა, ტურისტულმა სააგენტომ (ტურაგენტმა) ან სხვა მოვაჭრემ ტურისტს უნდა მიაწოდოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2.  გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, კონკრეტული პაკეტის შემთხვევაში ტურისტს დამატებით უნდა მიეწოდოს შემდეგი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია: ა) ტურისტული მომსახურების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ა.ა) დანიშნულების ადგილი მარშრუტისა და პერიოდის (თარიღების) მითითებით, ხოლო თუ პაკეტი მოიცავს განთავსების მომსახურებას, − გასათევი ღამეების რაოდენობა; ა.ბ)  გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია, დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილები, თარიღები და დრო, შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები ზუსტად დადგენილი არ არის, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღები; ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად; ა.დ) კვების განრიგი; ა.ე) ვიზიტები, ექსკურსიები ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ ჯამურ ღირებულებაში შედის; ა.ვ) ჯგუფის წევრების სავარაუდო რაოდენობა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც ჯგუფის წევრს; ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზედაც ტურისტული მომსახურებები იქნება გაწეული; ა.თ) ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ბ) ტუროპერატორის ან/და ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) სახელი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) პაკეტის ჯამური ღირებულების შესახებ, გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით, ხოლო თუ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, ტურისტს უნდა ეცნობოს იმის თაობაზე, რომ მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება; დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხის ან ღირებულების ნაწილის, რომელსაც ტურისტი წინასწარ იხდის, და დარჩენილი თანხის გადახდის, ან ტურისტის მიერ ფინანსური გარანტიების წარდგენის გრაფიკის შესახებ; ე) პაკეტის დასაწყებად საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ სათანადო რაოდენობის პირი არ შეიკრიბა; ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის, ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ ინფორმაცია) და დანიშნულების ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე; ზ) ტურისტის უფლების შესახებ, პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ; თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში; ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში. 3. თუ ხელშეკრულება იდება ტელეფონით, ტურისტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 3 .ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელიც პაკეტს ყიდის, ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს, რომ პირველი მოვაჭრისგან მომსახურების შეძენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში მეორე მოვაჭრისგან მომსახურების შეძენა ერთობლიობაში პაკეტად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში თითოეულმა მათგანმა ტურისტს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ. თუ აღნიშნული ინფორმაცია ტურისტს წერილობით მიეწოდება, შესაძლებელი უნდა იყოს მისი ადვილად წაკითხვა და აღქმა.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტურისტული სააგენტოს ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელშეკრულებები თურქულ კომპანიებთან1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 15მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 15წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და  ხელშეკრულების დადება
  • 16ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე წარსადგენი დოკუმენტები
  • 39დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
  • 657ცნება
  • 657¹არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 5მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება
  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 11წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე

ტურიზმისა და კურორტების შესახებ

  • 11ტურისტული მომსახურება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37³სამგზავრო ინფორმაცია

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37³657²657657¹111151081615221203914
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს შრომის კოდ…ტურიზმისა და კურორტები…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026