ტურიზმის შესახებ

მუხლი 31. ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოვაჭრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ტურისტს, რომელმაც შეიძინა პაკეტი ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

2.მოვაჭრის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით მიმდინარე საქმე არ ზღუდავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებას, გამოიყენოს ამ თავით გათვალისწინებული უზრუნველყოფა.

3.უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უზრუნველყოფის გამოყენებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ა) განსაზღვრავს ტურისტების მიერ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის ვადას, რომელიც 14 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბ) აგროვებს უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ტურისტების მოთხოვნებს, ამოწმებს დროულად წარდგენილი მოთხოვნების საფუძვლიანობას და შესაძლებლობის შემთხვევაში ტურისტს სთავაზობს პაკეტის გაგრძელებას; გ) უზრუნველყოფს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფის გამცემის მიერ უზრუნველყოფის თანხის (თანხების) გონივრულ ვადაში გადახდას.

4.გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
199662²661662¹635187332932302731
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა