Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 30

ტურიზმის შესახებ

მუხლი 30. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად წარმოდგენილი უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს ეფექტიანი და უნდა მოიცავდეს გონივრულად მოსალოდნელ ხარჯებს. ის უნდა ფარავდეს ტურისტების მიერ ან მათი სახელით პაკეტებისთვის გადახდილ თანხებს − პირველ შენატანებსა და საბოლოო გადახდებს პაკეტების დასრულებას შორის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე რეპატრიაციის სავარაუდო ხარჯებს ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. აღნიშნული უზრუნველყოფის თანხის შესაბამისობის (საკმარისი ოდენობის) მტკიცების ტვირთი ეკისრება ტუროპერატორს.

3.მოვაჭრე ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიში. მოვაჭრემ უნდა წარადგინოს მომდევნო კვარტალისთვის განახლებული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების დაგეგმილი გაყიდვების შესახებ მონაცემები, აგრეთვე მე-4 კვარტალის ანგარიშთან ერთად უნდა წარადგინოს მომავალი წლის გეგმა (კვარტალების მიხედვით ჩაშლილი), რომელიც გამოყენებული იქნება უზრუნველყოფის ოდენობის გამოსათვლელად.

4.უზრუნველყოფის მოქმედების ვადა 6 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

5.ახალი უზრუნველყოფა წარმოდგენილი უნდა იყოს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ახალი უზრუნველყოფის მოქმედება უნდა იწყებოდეს არაუგვიანეს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგი დღისა.

6.თუ მოვაჭრე რამდენიმე მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს, იგი ვალდებულია წარადგინოს უმაღლესი ოდენობის შესაბამისი უზრუნველყოფა.

7.მოვაჭრე ვალდებულია შეაფასოს თავისი უზრუნველყოფის შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მისი ოდენობა.

8.ტუროპერატორს შეუძლია დააზღვიოს თითოეული პაკეტი. ეს დაზღვევა დაფარავს თითოეულ პაკეტს ინდივიდუალურად, შესაბამისი რისკების ოდენობით. თითოეული პაკეტის დაზღვევის შემთხვევაში ვალდებულების უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

რედაქციების შედარება

1. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად წარმოდგენილი უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს ეფექტიანი და უნდა მოიცავდეს გონივრულად მოსალოდნელ ხარჯებს. ის უნდა ფარავდეს ტურისტების მიერ ან მათი სახელით პაკეტებისთვის გადახდილ თანხებს − პირველ შენატანებსა და საბოლოო გადახდებს პაკეტების დასრულებას შორის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე რეპატრიაციის სავარაუდო ხარჯებს ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. აღნიშნული უზრუნველყოფის თანხის შესაბამისობის (საკმარისი ოდენობის) მტკიცების ტვირთი ეკისრება ტუროპერატორს. 3. მოვაჭრე ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიში. მოვაჭრემ უნდა წარადგინოს მომდევნო კვარტალისთვის განახლებული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების დაგეგმილი გაყიდვების შესახებ მონაცემები, აგრეთვე მე-4 კვარტალის ანგარიშთან ერთად უნდა წარადგინოს მომავალი წლის გეგმა (კვარტალების მიხედვით ჩაშლილი), რომელიც გამოყენებული იქნება უზრუნველყოფის ოდენობის გამოსათვლელად. 4. უზრუნველყოფის მოქმედების ვადა 6 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. 5. ახალი უზრუნველყოფა წარმოდგენილი უნდა იყოს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ახალი უზრუნველყოფის მოქმედება უნდა იწყებოდეს არაუგვიანეს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგი დღისა. 6. თუ მოვაჭრე რამდენიმე მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს, იგი ვალდებულია წარადგინოს უმაღლესი ოდენობის შესაბამისი უზრუნველყოფა. 7. მოვაჭრე ვალდებულია შეაფასოს თავისი უზრუნველყოფის შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მისი ოდენობა. 8. ტუროპერატორს შეუძლია დააზღვიოს თითოეული პაკეტი. ეს დაზღვევა დაფარავს თითოეულ პაკეტს ინდივიდუალურად, შესაბამისი რისკების ოდენობით. თითოეული პაკეტის დაზღვევის შემთხვევაში ვალდებულების უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 31ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება
  • 29ვალდებულებების უზრუნველყოფის ფარგლები
  • 27ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 30სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 662²ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ
  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
  • 657ცნება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 61სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 7ვალდებულებების უზრუნველყოფა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 20ჯარიმა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 56საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
662²657²6576153305672031292730
მნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …იპოთეკით დაცული ობლიგა…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026