ტურიზმის შესახებ

მუხლი 27. ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.თუ პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებები მთლიანად ან ნაწილობრივ არ ხორციელდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო, ტუროპერატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად. თუ პაკეტი მოიცავს ტურისტის გადაყვანას, აღნიშნული ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს შესაძლო რეპატრიაციის ხარჯებს. თუ ტუროპერატორი რეგისტრირებული არ არის საქართველოში ან ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მან აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ამ კანონის შესაბამისად.

2.ტუროპერატორის უზრუნველყოფით სარგებლობა შეუძლიათ ტურისტებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და გამგზავრების ადგილისა ან პაკეტის გაყიდვის ადგილისა, აგრეთვე უზრუნველყოფის გამცემი ორგანიზაციის განთავსების ადგილისა.

3.თუ პაკეტის შესრულება ვერ ხერხდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო, რეპატრიაცია და, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსება ხორციელდება ფინანსური გარანტიის (უზრუნველყოფის) მეშვეობით და უსასყიდლოდ. თუ ტურისტული მომსახურებები არ განხორციელებულა, ანაზღაურება ხდება ტურისტის მოთხოვნით, გონივრულ ვადაში.

4.ამ კანონის მიზნებისთვის გადახდისუუნაროდ მიიჩნევა ტუროპერატორი, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას/გადახდას, რაც შეუძლებელს ხდის ტურისტული მომსახურების გაწევას. უზრუნველყოფა ხორციელდება დაზღვევით ან საბანკო გარანტიით.

5.წარდგენილი ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ტურისტს უფლებას აძლევს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიმართვის საფუძველზე მიიღოს ამ თავით გათვალისწინებული კომპენსაცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1613662²657662612572128292227
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაგადახდო სისტემისა და…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა