ტურიზმის შესახებ

მუხლი 29. ვალდებულებების უზრუნველყოფის ფარგლები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.ტუროპერატორის მიერ წარმოდგენილი ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს: ა) პაკეტის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ პაკეტი გაუქმდა; ბ) პაკეტის იმ ნაწილის კომპენსაციის თანხას, რომელიც გაუქმდა; გ) ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს, თუ პაკეტი ითვალისწინებს ტურისტის გადაყვანას; დ) რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსების ხარჯებს.

2.დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს: ა) ტურისტის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც გათვალისწინებული იყო დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით, მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო არ განხორციელდა; ბ) ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს, თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა გადაყვანას მოიცავს; გ) რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსების ხარჯებს, თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებები მოიცავს ტურისტების გადაყვანას და გადაყვანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მოვაჭრეს.

3.ტუროპერატორი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატის) 1 ეგზემპლარს. უზრუნველყოფისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაცია აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში.

4.ტუროპერატორის გადახდისუუნარობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად ცენტრალური საკონტაქტო ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

5.თუ ცენტრალურ საკონტაქტო ორგანოს ეჭვი აქვს ტუროპერატორის გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის თაობაზე, მან ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების სხვა წევრ სახელმწიფოს, რომელიც ტუროპერატორის რეგისტრაციის სახელმწიფოა.

6.თუ ცენტრალური საკონტაქტო ორგანო  ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოს ცენტრალური საკონტაქტო ორგანოსგან მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული ტუროპერატორის მიერ მიწოდებულ გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნას, მან ასეთ მოთხოვნას უნდა უპასუხოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, საკითხის გადაუდებლობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43³25³662²657²6576113313231272829
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…ნავთობისა და გაზის შეს…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა