საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაუშვებელია, პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში მუშაობდა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.

2.პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მარწმუნებლის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

3.პატენტრწმუნებული ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უარი თქვას მარწმუნებლის დავალების შესრულებაზე, თუ კონკრეტულ საქმეზე მან მეორე მხარეს გაუწია მომსახურება.

4.პატენტრწმუნებული არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40⁴22¹22²82334518216631823 (დ…3 (და…4
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა