საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა და გამოცდაზე რეგისტრაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქპატენტის თავმჯდომარე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა, საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის თაობაზე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღების, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

2.საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის თაობაზე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების მიღებისთანავე საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაზე რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით.

3.საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება თითოეული სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის და რეგისტრაცია წარმოებს საკვალიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის დაწყების თარიღიდან რეგისტრაციის დასრულების თარიღის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.

4.საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი ვალდებულია, რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს სარეგისტრაციო განაცხადი სპეციალიზაციის მითითებით საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ელექტრონული ვერსია, სპეციალიზაციის შესაბამისად; გ) პირადი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე; დ) ფოტოსურათი (3X4 ფორმატი); ე) საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს, სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უდასტურდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ან უდგინდება ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა.

6.საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო განაცხადი დარჩება განუხილველი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹938²15989101118 (დ…16 (დ…2 (და…4 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…სახელმწიფო შესყიდვების…დიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა