საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2.მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3.საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი; ბ) სისხლის სამართალი; გ) სისხლის სამართლის პროცესი; დ) სამოქალაქო სამართალი; ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; ვ) ადმინისტრაციული სამართალი; ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4.მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალას კარგავს, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. თავი VIII. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №2/17/253-213.11.2003განჩინება
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქე რომან ფულარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №195792018-09-1332
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    შეიძლება თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკმაყოფილება თავისთავად გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი?

    დავა წარმოიშვა გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებიდან. დამსაქმებელმა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, მათ შორის მოსამართლის კვალიფიკაციაზე მითითებით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ წარმოების განახლება საბოლოო გადაწყვეტილების ჩვეულებრივი გასაჩივრების დამატებითი საშუალება არ არის და წარმოდგენილი გარემოებები განახლების წინაპირობებს ვერ აკმაყოფილებდა. განცხადება დაუშვებლად იქნა მიჩნეული სსსკ 429-ის საფუძველზე, ხოლო აღსრულების შეჩერებისა და თანხის კორექტირების შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

  • №132182014-05-0248
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    როდის შეიძლება მოსამართლის მონაწილეობა გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი?

    სს „ქ. ფ-მა“ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მიღებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი მიუთითებდა მოსამართლეთა მონაწილეობის დაუშვებლობასა და საპროცესო დარღვევაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლის დაინტერესება უნდა დასაბუთდეს ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ხოლო სხვა პალატის მოსამართლის დროებითი მონაწილეობა შესაბამისი სპეციალიზაციით არ არის შეზღუდული. სასამართლომ განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და საქმის წარმოების განახლებაზე უარი თქვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 21 თებ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  2. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გამოცდის ჩატარების წესისა და საგამოცდო პროგრამის გარდა, ამტკიცებს გამოცდაში მონაწილეობის საფასურსაც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2811345266⁴³123 (მე…6392 (და…3 (და…6 (და…53
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებნოტარიატის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…პროკურატურის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა