Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადვოკატთა შესახებმუხლი 11

ადვოკატთა შესახებ

მუხლი 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹891011

1.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.

2.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.

4.ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

5.საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი; ზ) სამოქალაქო სამართალი; თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.

6.სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.

7.სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი.

7¹.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.

8.ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

9.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

10.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

11.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I,  №51, 06.12.2005წ., მუხ. 342 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 15 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 დეკ. 2022 – 22 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

  2. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 24 ოქტ. 2022
  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    მე-10 პუნქტში ტესტირების გავლის მოწმობა შეიცვალა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით (სერტიფიკატით). მე-11 პუნქტში სერტიფიკატის ძალის დაკარგვის ვადა საადვოკატო საქმიანობის დაუწყებლობისას 7 წლიდან 10 წლამდე გაიზარდა.

  3. 13 დეკ. 2018

    მე-11 მუხლის მე-8 პუნქტში სპეციალიზაციის მიხედვით ჩაბარებული გამოცდების ჩამონათვალი ახლა ასახელებს ადვოკატთა, მოსამართლეობის და პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდას.

  4. 1 დეკ. 2009
  5. 6 დეკ. 2005

    მე-2 პუნქტში ტესტირების წესსა და პროგრამას ამტკიცებს, თარიღს კი განსაზღვრავს აღმასრულებელი საბჭო, საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას — საერთო კრება; ტესტირებამდე არა უგვიანეს 2 თვის ვადა ამოღებულია.

  6. 19 იან. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №25

  • 6 ცვლილება · ბოლო 24 ოქტ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა შესახებ

  • 40ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში
  • 10მოთხოვნები ადვოკატისადმი
  • 16ადვოკატის სტაჟიორი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 53მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

პროკურატურის შესახებ

  • 63პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 3 (დანართი 1)საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
  • 6 (დანართი 1)საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები, ხანგრძლივობა და შედეგების გამოცხადება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 9საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 39კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 44ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა

ნოტარიატის შესახებ

  • 12ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20401016445312396392 (და…3 (და…6 (და…11
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026