საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი, როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით, შედგება 50 ტესტური დავალებისაგან.

2.ტესტური დავალება შედგენილი უნდა იყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.

3.ტესტური დავალება შედგება პირობისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან, 1 სწორი პასუხით.

4.ტესტური დავალების თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით. თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, ტესტი ფასდება 0 ქულით.

5.ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 50 ქულა.

6.ტესტური გამოცდა ჩაბარებულად ითვლება გამოსაცდელის მიერ 35 ან მეტი ქულის მიღების შემთხვევაში, რის შემდეგაც იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე.

7.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

8.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის თაობაზე იწარმოება ტესტირების შედეგების უწყისი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსაცდელის სახელისა და გვარის, საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღისა და გამოსაცდელის მიერ მიღებული ქულის შესახებ. გამოსაცდელის მიერ ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სამდივნოს უფლებამოსილი პირი ტესტირების შედეგების უწყისში აღნიშნავს გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას. უწყისში ასახულ ინფორმაციას გამოსაცდელი და სამდივნოს უფლებამოსილი პირი ადასტურებენ ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უწყისში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9.გამოსაცდელის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სამდივნოს უფლებამოსილი პირი ამობეჭდავს გამოსაცდელის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერს, რომელიც ინახება საგამოცდო კომისიასთან 1 წლის განმავლობაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66³²524 (და…3 (და…3 (და…920 (დ…1098 (და…6 (და…18 (დ…7 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…ეროვნული საკვალიფიკაცი…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურში კონკ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა