საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი შედგება 1 კაზუსის ტიპის წერითი დავალებისაგან.

2.წერითი დავალება შედგენილი უნდა იყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.

3.წერითი დავალება სრულდება პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით ინტერნეტზე წვდომის გარეშე ფიზიკურ ფორმატში. გამოსაცდელი პირი, საგამოცდო ფურცელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საგამოცდო ნაშრომს ინახავს PDF ფორმატში, აბარებს მას სამდივნოს უფლებამოსილ პირს და ხელს აწერს შესაბამის უწყისში. გამოსაცდელის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ, სამდივნოს უფლებამოსილი პირი გამოსაცდელის ელექტრონულ დოკუმენტს ამობეჭდავს. გამოსაცდელის ელექტრონული დოკუმენტი დაშიფრულია და შემფასებლისთვის არ არის ცნობილი ვის ნაშრომს აფასებს.

4.წერითი დავალების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური – 50 ქულა.

5.გამოსაცდელს წერითი დავალება ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ მისი ნაშრომი შეფასდება 25 ან მეტი ქულით.

6.წერით დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი სამუშაო (სანიშნი) ფურცელი, რომელიც რჩება საგამოცდო დარბაზში და წერითი დავალების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.

7.ყოველ საგამოცდო ნაშრომს წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით ასწორებს შესაბამისი სპეციალიზაციის მოწვეული ექსპერტი ანონიმურად და აკეთებს შეფასებას, რომელიც გადაეცემა საგამოცდო კომისიას. შეფასების შედეგზე პასუხისმგებელია საგამოცდო კომისია.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებულ საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგს საგამოცდო კომისია ელექტრონულ ფოსტაზე ინდივიდუალურად ატყობინებს გამოსაცდელს. თავი III საგამოცდო კომისია

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66³²66³⁰524121 (დ…25⁶ (…18 (დ…1097 (და…6 (და…21 (დ…8 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საჯარო სამსახურში კონკ…საქართველოს პატენტრწმუ…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა