Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 2

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. უსაფრთხოების მახასიათებლები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს: ა) დამზადების პროცესში მოწმობის ზედაპირში უნდა ჩაშენდეს პოზიტიური, ნეგატიური და მქრქალი რელიეფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოწმობის ფორმას (დანართები №2.1–№2.4) და რამდენიმე მათგანი კვეთდეს ფოტოსურათის არეს; ბ) მოწმობის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური (ტაქტილური) რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის; გ) მოწმობის ფონი (წინა და უკანა მხარეზე) უნდა დაიბეჭდოს უსაფრთხო ტექნოლოგიით; დ) მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს; ე) მოწმობის პოლიკარბონატის ფენები უნდა დამზადდეს მასალისგან, რომელიც არ რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV dull); ვ) პოზიტიურ და ნეგატიურ მრავალფერიან დაბეჭდილ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით; ზ) ცისარტყელისებურ ბეჭდვას არანაკლებ ორი ფერის გადასვლით; თ ) პოზიტიურ და ნეგატიურ მიკროტექსტს; ი) ხელოვნურ ორთოგრაფიულ შეცდომებს; კ) ასლის გადაღების საწინააღმდეგო დამცავ ნიშნებს; ლ) დიფრაქციულ ოპტიკურად ცვლად გამოსახულების გარდამქმნელს (DOVID – Diffractive optically variable image device), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს; მ) ოპტიკურად ცვლადი მელნით (OVI – Optically Variable Ink) დატანილ დამცავ ნიშანს, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ ნათებაზე (UV); ნ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Fuse ID), რომელიც დაიტანება მოწმობის უკანა მხარეს და იცავს არანაკლებ დოკუმენტის მფლობელის ძირითად ფოტოსურათს მოწმობის უკანა მხრიდან შეტევისაგან; ო) ჰოლოგრაფიულ ძაფს ოპტიკურად ცვალებადი ელემენტებით/ორნამენტებით; პ) ოპტიკურად ცვალებად მრავალჯერად ლაზერულ გამოსახულებას (MLI – Multiple Laser Image); ჟ) ოპტიკურად ცვალებად საიდენტიფიკაციო ელემენტს (Magic ID); რ) ოპტიკურად ცვალებად მრავალფეროვან მოწყობილობას (MCD – Multi Color Device); ს) ოპტიკურად ცვალებად იდენტიფიკატორს (ID Optics); ტ) მოწმობის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) ულტრაიისფერ სპექტრში შესრულებულ ფლუორესცენტულ ნაბეჭდს, რომლის მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. მოწმობა (წინა და უკანა მხარეს) უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, ხოლო ერთი და იმავე კატეგორიის რომელიმე ელემენტი/ელემენტები უნდა მეორდებოდეს ორივე გვერდზე, კერძოდ: ტ.ა) მრავალფერიან ნაბეჭდ უსაფრთხოების ხაზებს/ორნამენტებს (გილიოში) ან/და ნატიფი ხაზებით მოხატულობას, რაც შეძლებისდაგვარად გაართულებს ორიგინალი სურათის მიმსგავსებას და აღწარმოებას; ტ.ბ) ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელნით შესრულებულ ცისარტყელისებურ ნაბეჭდს, რითაც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულება და ტექსტი ხდება ხილვადი სხვადასხვა ფერში; ტ.გ) მაღალი გარჩევადობის სურათს (True UV) ულტრაიისფერი მრავალფერიანი ფლუორესცენტული მელნის გამოყენებით; ტ.დ) სხვადასხვა რეაგირებას ულტრაიისფერი ნათების სპექტრული პარამეტრების (ტალღის სიგრძის) ცვალებადობისას (UV Bi-Fluor); უ) ცვალებად უსაფრთხო მელნებს: უ.ა) ცვალებადი ფერის მელანი, ორ ფერში: მწვანე და ლურჯი (OVI); უ.ბ) ცვალებადი ფერის მელანი – საიდენტიფიკაციო ელემენტი (Fuse ID); უ.გ) ინფრაწითელ ნათებაზე რეაგირებადი (მშთანთქავი და გამჭვირვალე) მელანი; ფ) ოპტიკურად ცვალებად მოწყობილობას, – კინეგრამს, რომლის ზომაა 22X22 მმ და მასზე სრული სახით არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი. კინეგრამი, რომელზეც მიკრო- და ნანოტექსტებია დატანილი, 90 0 ბრუნვის დროს უნდა იცვლიდეს შეფერილობას (წითელი და მწვანე).

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 31 მაი. 2025
შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-31 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-05-31
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 4მიკროსქემა
  • 6მოწმობის რეკვიზიტები
  • 3მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 10პროდუქტის უსაფრთხოების შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 802სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20³—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 9²უსაფრთხოების მითითება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 27მოძრაობის დაწყება, მანევრირება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁵დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 13რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა

დიზაინის შესახებ

  • 3დიზაინი და მისი დაცვის კრიტერიუმები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁵2720³8029²31013134632
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქის …პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს საჰაერო კო…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 31 ოქტ. 2025 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 15 ოქტ. 2026