Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებმუხლი 6

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023
თემები:SSI და ციფრული იდენტობაციფრული ბანკინგისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისმარტ კონტრაქტებიტელემედიცინაგადახდის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი; ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი; გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია; ზ)  იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად; თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში).

2.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

3.სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია; ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

4.ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე.

5.კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა; ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული; ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება; ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ; ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლებელია სამართალწარმოების დროს ან მომსახურების განგრძობადობის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6.შინაგანაწესში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების აღწერილობა; ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი; გ) სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმის გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შემცველი სერტიფიკატის გაცემის საკითხები; დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები; ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესები; ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესები; ზ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედებისა და სერტიფიკატის გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი; ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი; გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია; ზ)  იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად; თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში). 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი. 3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია; ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი. 4. ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე. 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა; ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული; ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება; ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ; ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლებელია სამართალწარმოების დროს ან მომსახურების განგრძობადობის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 6. შინაგანაწესში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების აღწერილობა; ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი; გ) სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმის გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შემცველი სერტიფიკატის გაცემის საკითხები; დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები; ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესები; ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესები; ზ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედებისა და სერტიფიკატის გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE ხელშეკრულების მომზადება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ-კონტრაქტის სამართლებრივი ექსპერტიზა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ციფრული იდენტობის (SSI) სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 თებ. 2023 · №2

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 8კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა
  • 9კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვა
  • 3ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • 9შეკვეთა
  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47⁴ელექტრონული სწავლება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 16ავტორიზაციის დეკლარაცია

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 6მოწმობის

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20¹⁰ელექტრონული კატალოგი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 62ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის მართვის სტანდარტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1620¹⁰47⁴17528936289466
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…უმაღლესი განათლების შე…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს მოქალაქის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 თებ. 2023 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026