Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიმუხლი 2

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

მუხლი 2. რეგისტრაციის განცხადება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. რეგისტრაციის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს, ძირითად იურიდიულ მისამართს და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა იურიდიულ მისამართს საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ, აგრეთვე ყველა ფაქტობრივ მისამართს (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) განმცხადებლის სტატუსს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, პარტნიორთა ჯგუფის შემთხვევაში − თითოეული პარტნიორის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილ და სრულ ასლებს, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების შემთხვევაში − მისი მმართველებისა და ხელმძღვანელების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელებს, საცხოვრებელი ადგილების მისამართებს, მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტის (მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდებისა და მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების) ასლებს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა აქტის/დოკუმენტის ასლს და ყველა იმ ზეპირი შეთანხმების წესებისა და პირობების წერილობით აღწერას, რომლებიც ეხება მის ორგანიზებას, უფლებამოსილებებსა და მიზნებს, ასევე სრულ ინფორმაციას მისი მფლობელებისა და მაკონტროლებლების შესახებ; გ) ყოვლისმომცველ ინფორმაციას განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, განმცხადებლის თანამშრომლების სრულ სიას და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის აღწერას; ყველა იმ უცხოური პრინციპალის სახელსა და მისამართს, რომლისთვისაც განმცხადებელი მოქმედებს ან რომლისთვის მოქმედადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლისთვის მოქმედებასაც თანხმდება; ყველა ასეთი უცხოური პრინციპალის საქმიანობის ან სხვა სახის აქტივობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას, ხოლო თუ უცხოური პრინციპალი ფიზიკური პირი არ არის − ინფორმაციას იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის თაობაზე; აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობს, ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის სუბსიდირებას ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან/და უცხოური პოლიტიკური პარტია ან/და სხვა უცხოური პრინციპალი; დ) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც განმცხადებელი უცხოური პრინციპალის აგენტია; აგრეთვე თითოეული ასეთი ხელშეკრულების არსისა და შესაბამისი საქმიანობის მეთოდების სრულყოფილ აღწერას, იმ საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება და რომელიც შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად იქნეს მიჩნეული; ე) ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის, დანახარჯის ან ნებისმიერი სხვა სახით მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; ვ) დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ საქმიანობის (მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის) შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ზ) იმ პირის (გარდა უცხოური პრინციპალისა) სახელს, საქმიანობისა და რეგისტრაციის მისამართებს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს, ან თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ამ საქმიანობის განმახორციელებლად ან თანხმდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე შესაბამის ინფორმაციას იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი პირი ექვემდებარება რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან სხვა უცხოური პრინციპალის მიერ ფლობას, ზედამხედველობას, მართვას, კონტროლს, დაფინანსებას ან სუბსიდირებას მთლიანად ან ნაწილობრივ; არსებობის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; თ) დეტალურ ინფორმაციას იმ ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ბოლო 60 დღის განმავლობაში დახარჯა ან განკარგა იმ საქმიანობისთვის, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს და რომელიც მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თავისთვის ან/და სხვა პირისთვის, ან სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მას უცხოური პრინციპალის აგენტად ხდის; აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ ბოლო 60 დღის განმავლობაში ფულადი შენატანის ან/და სხვა მატერიალური ფასეულობის სახით განხორციელებული შემოწირულების შესახებ (გარდა იმ შემოწირულებისა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით), რომელიც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ პრაიმერს, კონფერენციას ან ყრილობას უკავშირდება; ი) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის, უცხოური პრინციპალისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; კ) ყველა სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტს, რომელიც ამ კანონის მიზნებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია პერიოდულად მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე; ლ) ინფორმაციას, დოკუმენტების ასლებსა და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტის წარმოსაჩენად.

2.უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ის ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმცხადებელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს.

3.რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები ფიცის ქვეშ უნდა იქნეს წარდგენილი. ფიზიკური პირი დოკუმენტაციას თავად ავსებს. თუ განმცხადებელი პარტნიორთა ჯგუფია, დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა. თუ პირი არ არის არც ფიზიკური პირი და არც პარტნიორთა ჯგუფი, დოკუმენტაციას ავსებს მისი მმართველების, ხელმძღვანელების, დირექტორთა საბჭოს წევრების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) უმრავლესობა.

4.რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს. რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის.

5.გენერალური აუდიტორი ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია, პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს, რომ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად შეიძლება აუცილებელი არ იყოს, და დაუშვას შემდეგი გამონაკლისები: ა) რეგისტრაციის ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად შევსებულ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი, მმართველი, დირექტორი ან თანამშრომელი; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს უცხოური პრინციპალის აგენტი.

6.ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, აგრეთვე იმ დამატებითი ფორმატებით, რომლებიც შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოითხოვოს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ფონდის რეგისტრაცია საქართველოშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №1

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 7მუხლი 6მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 7უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა
  • 5დოკუმენტები და ჩანაწერები
  • 4პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება/კატეგორიებად დაყოფა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 4სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია
  • 6ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია
  • 7უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13სარეგისტრაციო წარმოება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 7—
  • 5—
  • 4—

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 355²საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 9რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
355²9754134677368542
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოეთის აგენტების რეგ…უცხოური გავლენის გამჭვ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სისხლის სა…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025