უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

მუხლი 6. ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგის განხორციელება, ჩანაწერებისა და ინფორმაციის გადაცემა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილი

1.გენერალურმა აუდიტორმა მუდმივად უნდა შეინახოს ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული უცხოური პრინციპალის აგენტის ყველა რეგისტრაციის განცხადების თითო ეგზემპლარი. ეს ეგზემპლარები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგის (შემოწმების) განსახორციელებლად გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროს, მის მიერვე დადგენილი რეგულაციების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტების ასლები უნდა გადაეცეს ყველა განმცხადებელს გონივრული საფასურის გადახდის შემდეგ, რომელსაც გენერალური აუდიტორი აწესებს. გენერალურ აუდიტორს ამ კანონის თანახმად შეუძლია შეწყვიტოს იმ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებისა და სხვა დოკუმენტების საჯარო მონიტორინგი, რომელიც გათავისუფლდა რეგისტრაციის განცხადების წარდგენის ვალდებულებისგან.

2.გენერალურმა აუდიტორმა რეგისტრაციის განცხადების მიღებისთანავე, აგრეთვე შემდგომ ყოველი რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების მიღებისთანავე მათი ასლები უნდა გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისეთი ფორმით გამოსაყენებლად და ისეთი კომენტარების გასაკეთებლად, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს. ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული ასლების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადაუცემლობა/გადაცემის შეუძლებლობა არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი.

3.გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდოს ამ კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრირებული პირების სახელები, რეგისტრაციის განცხადებების ასლები, მათი ნაწილები ან სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.

4.რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით გენერალური აუდიტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) არსებობდეს საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, ძებნის, დახარისხებისა და გადმოწერის ფუნქციების მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას, რომლის მოძებნა, დალაგება და დახარისხება შესაძლებელია სულ მცირე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კატეგორიების მიხედვით; ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულად წარდგენილი თითოეული რეგისტრაციის განცხადება და განახლება საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტით, წარდგენის შემდეგ გონივრულ ვადაში. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
761911125139352546
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოეთის აგენტების რეგ…საჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებსამოქალაქო აქტების შეს…საჯარო რეესტრის შესახე…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა