ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აგენტობის პერიოდში შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია პირისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის აღსასრულებლად დადგენილი რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აწარმოოს ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ეს დოკუმენტაცია და ჩანაწერები ნებისმიერ გონივრულ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსთვის. ამ კანონით გათვალისწინებული შესანახი დოკუმენტების მიზანმიმართული დამალვა, განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა უკანონო ქმედებად ითვლება. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
მუხლი 5. დოკუმენტები და ჩანაწერები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

