Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიმუხლი 4

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

მუხლი 4. პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება/კატეგორიებად დაყოფა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლისტრატეგიული სასამართლო დავადოკუმენტების შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს.

2.უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია დაცული. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“.

3.ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარედგინოს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო მონიტორინგის განსახორციელებლად.

4.უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის ან თანამდებობის პირისთვის უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდება ან მის მიერ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისგან ან თანამდებობის პირისგან ნებისმიერი ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღება, რომელიც ეხება პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, პოლიტიკას ან უცხო ქვეყნის ან პოლიტიკური პარტიის ურთიერთობებს, აგრეთვე უკავშირდება საქართველოს საგარეო ან საშინაო პოლიტიკას, თუ პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღების მოთხოვნას არ ერთვის ან წამძღვარებული არ აქვს თვალსაჩინო და ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ამ კანონის შესაბამისად დარეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტად.

5.თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის წინაშე გამოდის, მან საქართველოს პარლამენტის კომიტეტს/დროებით საგამოძიებო კომისიას ან სხვა დროებით კომისიას უნდა წარუდგინოს თავისი უახლესი რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ პირმა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ეს უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის ოქმში, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსვლის ნაწილი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აპოსტილის მომსახურებასერვისის გვერდი
  • სტრატეგიული სამართალწარმოება (Public Interest)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №1

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 355²მუხლი 7მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 5დოკუმენტები და ჩანაწერები
  • 2რეგისტრაციის განცხადება
  • 7უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 4სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია
  • 5განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა
  • 6ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 45⁶საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 5კონფიდენციალურობის პრინციპი

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

მაუწყებლობის შესახებ

  • 66¹მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 57წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 56¹უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
355²45⁶66¹56¹41¹45678525574
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოეთის აგენტების რეგ…საქართველოს სისხლის სა…უცხოური გავლენის გამჭვ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025