Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 101

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 101. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს მისი ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად, ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

2.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/არ იქნებიან დანიშნული. პარლამენტის წევრის, ფრაქციის, კომიტეტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლოამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

3.საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

4.პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი.

5.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ხოლო თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას.

6.საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება პრეზიდენტის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.

წინა მუხლი 100შემდეგი მუხლი 102

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 103ალტერნატიული კანონპროექტი
  • 94საკანონმდებლო ინიციატივა
  • 106კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 90კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი
  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 75კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი
  • 77ალტერნატიული კანონპროექტი
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

საქართველოს კონსტიტუცია

  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

საპარლამენტო მდივნის შესახებ

  • 5სამინისტროს საპარლამენტო მდივანი
  • 4საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
455475777290869510394106101
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო მდივნის შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026