Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 20

პროკურატურის შესახებ

მუხლი 20. პროკურორთა კონფერენცია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია (შემდგომ − კონფერენცია) არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.

2.კონფერენციის უფლებამოსილება რეგულირდება ამ კანონითა და რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს კონფერენცია.

3.კონფერენციის თავმჯდომარეა გენერალური პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

4.კონფერენციას ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე.

5.კონფერენცია საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.

6.კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

7.კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა მის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რომელიც სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღინიშნება აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატების თანხმობა კანდიდატად წარდგენაზე.

8.საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

9.კონფერენცია საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით: ა) 3 წევრი − გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთაგან; ბ) 1 წევრი − აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; გ) 3 წევრი − აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; დ) 1 წევრი − დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

10.ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე წევრთა არჩევის რიგითობას, რის შემდეგაც ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საბჭოს წევრის ყოველ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ტარდება რიგითობის მიხედვით. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების არჩევის შემდეგ საბჭოს ექვსივე წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

11.ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კონფერენციის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას.

12.თუ კანდიდატებმა ვერ მიიღეს თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, კანდიდატების წარდგენისა და კენჭისყრის პროცედურა მეორდება.

13.ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში თანაბარი ხმების მიმღებ კანდიდატებს განმეორებით ეყრებათ კენჭი.

14.საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ, ამ კანონით დაურეგულირებელ საკითხებს განსაზღვრავს კონფერენციის რეგლამენტი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია (შემდგომ − კონფერენცია) არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. 2. კონფერენციის უფლებამოსილება რეგულირდება ამ კანონითა და რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს კონფერენცია. 3. კონფერენციის თავმჯდომარეა გენერალური პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. 4. კონფერენციას ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე. 5. კონფერენცია საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი. 6. კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 7. კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა მის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რომელიც სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღინიშნება აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატების თანხმობა კანდიდატად წარდგენაზე. 8. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. 9. კონფერენცია საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით: ა) 3 წევრი − გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთაგან; ბ) 1 წევრი − აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; გ) 3 წევრი − აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; დ) 1 წევრი − დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან. 10. ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე წევრთა არჩევის რიგითობას, რის შემდეგაც ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საბჭოს წევრის ყოველ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ტარდება რიგითობის მიხედვით. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების არჩევის შემდეგ საბჭოს ექვსივე წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 11. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კონფერენციის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას. 12. თუ კანდიდატებმა ვერ მიიღეს თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, კანდიდატების წარდგენისა და კენჭისყრის პროცედურა მეორდება. 13. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში თანაბარი ხმების მიმღებ კანდიდატებს განმეორებით ეყრებათ კენჭი. 14. საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ, ამ კანონით დაურეგულირებელ საკითხებს განსაზღვრავს კონფერენციის რეგლამენტი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 დეკ. 2023

    მე-7 პუნქტში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას დაუდგინდა 72-საათიანი ვადა და განცხადებაში კანდიდატების თანხმობის მითითების მოთხოვნა; დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიურია („ახორციელებს“, „საპროკურორო საბჭო“).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს სხდომის პროცედურები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო
  • 15გენერალური პროკურორი
  • 10გენერალური პროკურატურა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
  • 63საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
  • 66საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

ადვოკატთა შესახებ

  • 24საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁴საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 85საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
246523⁴336563661915108519520
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026