გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვალაუვალი მოვალე კარგავს გაკოტრების მასის განკარგვისა და მართვის უფლებას. თუ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის წარმოების გახსნის დრო, მაშინ გახსნის მომენტად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების დღის 12 საათი.

2.გაკოტრების მმართველმა უნდა მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა და მოვალის მფლობელში ან სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან შენობები გარდა იმ ქონებისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს .

3.გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულებითი სააღსრულებლო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

4.გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულება ბათილია, თუ შედეგი არ შევა გაკოტრების მასაში. შესრულება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ შემსრულებელი დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

5.გაკოტრების საქმის წარმოებისას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეიძლება ზოგადად განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან ცალკეულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. დაუშვებელია კრედიტორმა ან გაკოტრების მმართველმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, თუ გაქვითვის გარემოება წარმოიშვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა იმ შემთხვევაშიც გამოირიცხება, თუ კრედიტორმა ისეთ გარემოებებში შეიძინა მოთხოვნა, რომელიც შეცილებადი იქნებოდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20518347833⁴33⁵44231041069910013
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…